ტრენინგის მე -9 დეს მოვისმინეთ და ვნახეთ ინფორმაციები .გადავათვალიერეთ თითოეული მონაწილის მასალა და შევაფასეთ ნამუშევრები,რამაც დადებითი ემოციებით დაგვმუხტა.
ზოგადად ტრენინგი ძალიან შრომატევადი ,საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.დავხვეწეთ პროექტული სწავლების ყველა დეტალი,გავარკვიეთ ბევრი ბუნდოვანი და არასწორი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ვისწავლეთ პროექტის ყველა რესურსის ატვირთვა,ბმულის კეთება და ზოგადად ბევრი რამ გავაკეთეთ კომპიუტერთან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და დიდი მადლობა ტრენერს გვანცა სალიას.
Saturday, October 14, 2017
Sunday, October 8, 2017
დღე-8
დღეს განვიხილეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლები ს პროცესში, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რამაც მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით.
Saturday, October 7, 2017
დღე 7
მეშვიდე დღეს წარმოვადგინე პრეზენტაცია.მოვისმინე კოლეგების აზრი პრეზენტაციციის შესახებ.ასევცე მოვისმინე სხვათა გამოსვლები.
გავეცანით 7 მოდულს.ვისწავლე რა სჭირდებათ მოსწავლეებს,რომ ისწავლონ ინფორმაციის მიღება.როგორ შევთავაზო შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.როგორ მივცე მოსწავლეებს შესაძლებლობა ივარჯიშონ,გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ სხვადასხვა მიმართულებით.როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო,მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ვასწავლო ისეთი წესები,რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

Sunday, October 1, 2017
დღე-6
დღეს ვისწავლეთ,შფასების რუბრიკების მონახვა,რაც გამიადვილებს შეფასების რუბრიკების შექმნას.გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკას. შევქმენი და ვიმუშავე მოსწავლის შეფასების რუბრიკაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)